არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები

მნიშვნელოვანი საარჩევნო დარღვევებიდან გამომდინარე ევროკავშირი არჩევნების შედეგებს უარყოფს და მთავრობას 1 წლის განმავლობაში ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს

ევროპული პარლამენტი პოსტს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტარები, 28 ნოემბერს მიღებული რეზოლუციის თანახმად, მნიშვნელოვანი საარჩევნო დარღვევებიდან გამომდინარე, უარყოფენ საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მთავრობას 1 წლის განმავლობაში ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

28 ნოემბერს ევროპარლამენტმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებისა და სავარაუდო არჩევნების გაყალბების შემდეგ, ქვეყანაში გაუარესებული დემოკრატიული კრიზისის შესახებ ხუთი პარტიის – ევროპის სახალხო პარტია (EPP), მწვანეები და სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსი (S&D), ევროპის კონსერვატორები და რეფორმისტები (ECR), განახლებული ევროპა (Renew Europe) და მწვანეები (Verts/ALE) – მიერ წარდგენილი ერთობლივი რეზოლუცია მიიღო.

იტვირთბა....