ახალი ამბები მთავარი

საქალაქომ ანატოლი გიგაური წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 ნოემბერს გამართულ აქციაზე დაკავებულ ანატოლი გიგაურს აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა – გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა გამოაცხადა.

ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....