გახარია “საქართველოსთვის” წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერის გუნდი პარლამენტში არ შევა.
“არ ვაპირებთ ჩვენ ამის გაკეთებას, რადგან ვიცით, ამ ნაბიჯის შედეგად გვექნება რეპუტაციული პრობლემები” – ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.
ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკისი ფიქრობს, რომ ქუჩიდან ბრძოლა და მაღალი საპროტესტო მუხტი მნიშვნელოვანია.
ყველაზე დიდი პოლიტიკური აქტი არის პარლამენტში არ შესვლა, ამაზე დიდი პოლიტიკური აქტი არ არსებობს. აქციები მნიშვნელოვანია, სიურპრიზები აქციების მნიშვნელოვანია, პროტესტები ძალიან მნიშვნელოვანია…
არ ვაპირებთ ჩვენ ამის გაკეთებას, იმიტომ არ ვაპირებთ, რომ ჩვენ ვიცით ამ ნაბიჯის შედეგად ჩვენ გვექნება რეპუტაციული პრობლემები. რეპუტაციულ პრობლემას არ გადავაყოლებთ ამ ამბავს, ჩვენი რეპუტაცია ”ქართულ ოცნებას” არ გავატანეთ და ამ მოცემულობაში ეს ამბავი არ გამოვა”, – ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.