ფრაქცია „ეროვნული ფორუმი” საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ განაცხადა.
”პარტიის პოლიტიკური საბჭო, ფრაქცია და წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობებში შეუწყობენ ხელს არსებული ხელისუფლების სტაბილურობას მომავალ არჩევნებამდე”, – განაცხადა შარტავამ.
შეგახსენებთ, გუშინ პარტიის მიერ გამართულ ყრილობაზე ცნობილი გახდა, რომ
”ეროვნული ფორუმი” არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.