ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ჟურნალისტური გამოძიება: საიდუმლო ივანიშვილის შესახებ, რომელიც გამჟღავნდა

 

Lynden Management Ltd ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილია, თუმცა, ექსპრემიერსა და საქართველოს უმდიდრეს მოქალაქეს ამ კომპანიის საკუთარ ქონებრივ დეკლარაციაში მითითება “გამორჩა”, ამის შესახებ დღეს გავრცელებული ჟურნალისტური გამოძიებიდან გახდა ცნობილი. ჟურნალისტურმა გამოძიება Panama Papers-მა პანამური საშუამავლო კომპანიის Mossack Fonseca-ს დოკუმენტაციის გამოკვლევით 72 ქვეყნის ყოფილი, ან მოქმედი ლიდერის ქონების იმ ნაწილის შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომელიც დღემდე გასაიდუმლოებული იყო.

tatara

“ტაბულას” ინფორმაციით, ვირჯინიის კუნძულები ეგრეთწოდებული “საგადასახადო სამოთხის” ნაწილია, რის გამოც ამ ქვეყანაში ბიზნესის კეთება სიმბოლური გადასახადის გადახდის შემთხვევაში არის შესაძლებელი. იმის გამო, რომ ოფშორული ზონებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების სქემებში აქტიურად იყენებენ, ამ ქვეყნების ნაწილმა საკუთარი რეგულაციები შედარებით გაამკაცრა. 2011 წელს ვირჯინიის კუნძულებმა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები მიიღო, რომლებიც ყველა კომპანიას ავალდებულებდა, მისი საბოლოო ბენეფიციარის შესახებ მიეწოდებინათ ქვეყნისთვის ინფორმაცია. თუმცა, ივანიშვილის Lynden Management Ltd-ის ფაქტობრივი მფლობელის, ბიძინა ივანიშვილის პასპორტის წარდგენა შუამავალმა კომპანია Mossack Fonseca-მ მხოლოდ 2015 წელს შეძლო. სწორედ აქედან გახდა ჟურნალისტური გამოძიებისთვის ცნობილი კომპანია Lynden Management Ltd-ისა და ბიძინა ივანიშვილის კავშირის შესახებ.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თანამდებობის პირმა ქონებრივ დეკლარაციაში უნდა მიუთითოს იმ კომპანიათა შესახებ, რომელთა ნაწილსაც ის ფლობს. ივანიშვილის საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარის გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, Lynden Management Ltd-ის მითითება დეკლარაციაში საჭირო არ იყო, რადგანაც ივანიშვილი ამ კომპანიის არა მფლობელი, არამედ ბენეფიციარი მესაკუთრეა.

საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილის თემურ ჩიხრაძის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს პირი მფლობელია თუ ბენეფიციარი მესაკუთრე, ეს კომპანია დეკლარაციაში მაინც უნდა იყოს მითითებული. ინფორმაციის დამალვა კი სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.

 

 

სხვა ამბები

“კობახიძეა იმ რეჟიმის სამართალმემკვიდრე, რომელმაც გირგვლიანი მოკლა”

newsadmin

პროკურორი: “მალხაზ ბექაურს სასამართლომ უვადო პატიმრობა უნდა განუსაზღვროს”

newsadmin

ხელისუფლებას სოც. სამსახურის მნიშვნელობა არ ესმის – დოლიძე სოც. მუშაკებს სოლიდარობას უცხადებს (ვიდეო)

newsadmin

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს

newsadmin

უგულავა სააკაშვილს – გამიხარდება თუ კარგად იქნები და მკვდართან შეჯიბრი არ მომიწევს

newsadmin

სააკაშვილი უგულავას – მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ შემდეგი 100 წელი

newsadmin
იტვირთბა....