წინააღმდეგობის მოძრაობის სამომავლო გეგმების შესახებ, დღეს საღამოს 7 საათიდან გახდება ცნობილი. პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს და მოსახლეობას თსუ-სთან მისვლისკენ მოუწოდეს:
“ვთხოვთ საზოგადოებას, ყველანი შევიკრიბოთ აქ, უნივერსიტეტთან, სადაც შემდეგ ნაბიჯებთან დაკავშირებით გავაკეთებთ განცხადებას რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ. 7 საათზე, გთხოვთ, რაც შეიძლება ბევრნი მოვდეთ ამ ადგილზე”- განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.