ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრებმა უკრაინას უმასპინძლა. თავდაპირველად ანგარიში სოლომონ კვირკველიას ავტოგოლით გაიხსნა, თუმცა თამაშის მეორე ნაწილში შეცვლაზე შემოსულმა გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა. მატჩი 1:1 დასრულდა.
უამინდობის მიუხედავად გულშემატკივრები სტადიონთან მატჩამდე რამდენიმე საათით მივიდნენ და გადაუღებელ წვიმაში საკუთარ რიგს ელოდებოდნენ.
იხილეთ “მეტრონომის” მიერ გადაღებული ფოტოები ბათუმიდან:
მატჩის მსვლელობის დროს უკრაინელი გულშემატკივარი საქართველოს ნაკრებს საკუთარი ნაკრებივით გულშემატკივრობდა, რაზეც მათივე გამოკრული ბანერები მოწმობს.
თამაშის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა პირველი კომენტარი გააკეთეს და აღნიშნეს, რომ რთული თამაში გამოვიდა, თუმცა 19 ნოემბერს, გასვლით მატჩში ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვება შეძლონ და ქართველი გულშემატკივარი ისევე გაახარონ, როგორც ეს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობით შეძლეს.