ახალი ამბები

ბსუ-ს სტუდენტების პროტესტს სხვა უნივერსიტეტების სტუდენტური მოძრაობები უერთდება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ დაწყებულ პროტესტს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობები სოლიდარობას უცხადებენ. სტუდენტების ერთმა ჯგუფმა ღამე ბსუ-ს შენობაში გაათენა. მათ დღეს, 18:00 საათზე უნივერსიტეტის წინ აქცია დააანონსეს.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა და უწყვეტ პროტესტს აანონსებენ. მათ რექტორისა და ადმინისტრაციის წევრების წინააღმდეგ ბრალდებები გააჟღერეს და თქვეს, რომ ისინი ხელს უწოდებდნენ „ქართულ ოცნებას“.

ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა აცხადებს, რომ მხარს უჭერს ბათუმელი სტუდენტების ბრძოლას „მოპარული ხმისთვის“ და გმობს თითოეული ადამიანის მონაწილეობას არჩევნების გაყალბების პროცესში.

GIPA-ს სტუდენტური მოძრაობა აცხადებს, რომ კვირას, 17 ნოემბერს, 18:00 საათზე, სტუდენტები და აკადემიური პერსონალი შეიკრიბება ჯიპას კამპუსთან, მარი ბროსეს 2 ნომერში და მსვლელობით შეუერთდება სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქციას – „დაიბრუნე ხმა“.სტუდენტურმა მოძრაობამ სოლიდარობა გამოუცხადა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.

ბსუ-ს სტუდენტებს მხარი დაუჭირა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამაც და განაცხადა, რომ „მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტი შეუერთდება ნებისმიერ სტუდენტურ აქციასა და შეკრებას თითოეული ხმის დასაცავად“.

განცხადება გაავრცელა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობაც:
„თსუ-ს სტუდენტური მოძრაობა ვეხმიანებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს, მხარს ვუჭერთ მათ ბრძოლას მოპარული ხმისთვის და ვგმობთ თითოეული პირის მონაწილეობას არჩევნების გაყალბების პროცესში“.

იტვირთბა....