არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად მოქალაქეები თბილისში ორ აქციას გამართავენ.
“არ შეუჩერო ვიზალიბერალიზაცია ხალხს! დაასანქცირე ივანიშვილი!” – ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია 14:00 საათზე ევროკავშირის საელჩოსთან გაიმართება.
რაც შეეხება პროტესტის მეორე ლოკაციას – აქცია სახელწოდებით “უშენოდ არ გამოვა”, 17:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. ორგანიზატორი ჯგუფი “დაიტოვეა”.
ეს უკვე მეორე შეკრებაა, რომელსაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს შექმნილი ჯგუფი აორგანიზებს.