ახალი ამბები

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან სპეციალური დანიშნულების რაზმი, საპოლიციო და სამხედრო ძალებია მობილიზებული. დღეს მასშტაბური დემონსტრაციაა დაანონსებული. ადგილობრივი მედია წერს, რომ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირებამდე, დეპუტატებს მთელი ღამის განმავლობაში ხვდებოდნენ ე.წ. მთავრობის წევრები.

სესია 11:00 საათზე დაიწყება. ადგილობრივი ე.წ. ოპოზიცია მასშტაბურ დემონსტრაციას აანონსებს და ადგილობრივებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ საკმარისი ძალა და საშუალებები აქვთ წესრიგის უზრუნველსაყოფად.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში დემონსტრაციები პერიოდულად იმართება. 12 ნოემბერს დააკავეს ე.წ. ოპოზიციონერებიც.

იტვირთბა....