საბურთალოს რაიონში, საბურთალოს ქუჩაზე ავტოავარიის შედეგად დაზიანებული გაზსადენის აღდგენის მიზნით დღეს, გაზი არ მიეწოდება: საბურთალოს, ბახტრიონის, კუტუზოვის, საირმის, ცაგარელის, შმიდტის და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას.
როგორც „მეტრონომს“ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი”-ში განუცხადეს, საბურთალოს 34-ში ავტომანქანა გაზის მილს დაეჯახა. მათივე ინფორმაციით, გაზმომარაგება აღნიშნულ ქუჩებს საღამოს საათებში აღუდგება.
შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.