შინაგან საქმეთა სამინისტროს სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე, უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „მაწიმის“ დასაცავ მონაკვეთებზე არსებული ფოტო მახის მიერ დაფიქსირებული იქნა რამდენიმე პიროვნება. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სამძებრო ღონისძიების შედეგად, სასამსახურე ძაღლთან ერთად უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე – 1998 წ. დაბადებული მ.უ, 1998 წ. დაბადებული თ.ა, 2001 წ. დაბადებული მ.დ, 1978 წ. დაბადებული ა.ლ და 1999 წ. დაბადებული ფ.გ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.
დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთას გულისხმობს,” – წერია განცხადებაში.