ახალი ამბები მთავარი

უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღი 81 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს, რომელიც სალონში არსებულ სათავსოში ერთ შეკვრად იყო მოთავსებული, – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

იტვირთბა....