ახალი ამბები მთავარი

გიორგი კვირიკაშვილი მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებაზე მთავრობის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრს, მინისტრებს, შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელ პირებს და საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა.

“გიორგი კვირიკაშვილმა შეშფოთება გამოთქვა სიტუაციის ესკალაციისა და საბრძოლო მოქმედებების განახლების გამო, რასაც მოჰყვა მსხვერპლი, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით, შესაძლებელი იქნება სიტუაციის დეესკალაცია, რაც მნიშვნელოვანია მთელ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”, – აცხადებენ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში.

პრემიერ-მინისტრმა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებისგან მოისმინა ყველა ინფორმაცია, რაც მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებას უკავშირდება.

იტვირთბა....