უკრაინამ ტრამპისთვის „გამარჯვების გეგმა“ შეიმუშავა, რომელიც თანამშრომლობისა და რესურსების წინადადებებს მოიცავს. – ინფორმაციას FT-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, უკრაინამ შეიმუშავა „გამარჯვების გეგმა“ დონალდ ტრამპის მომავალი ადმინისტრაციისთვის, რათა გააძლიეროს ურთიერთობები და თავიდან აიცილოს მხარდაჭერის შემცირება.
გავრცელებული ინფორმაციით, გეგმის ძირითადი პუნქტებია: ომის დასრულების შემდეგ, ევროპაში მყოფი ამერიკული ჯარის ნაწილის უკრაინული ძალებით ჩანაცვლების წინადადება და უკრაინის ბუნებრივი რესურსების დასავლელ პარტნიორებს შორის განაწილება. გეგმა ასევე განიხილავს ტრამპისთვის „ინვესტიციის შემმოწმებლის“ უფლებამოსილების მინიჭებას, რათა ჩინელი მიმწოდებლები ამერიკულით ჩანაცვლდეს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, დასავლელი მოკავშირეები სიფრთხილით ეკიდებიან კიევის წინადადებებს და შიშობენ, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებამ, შეიძლება, ევროპის უსაფრთხოება შეასუსტოს.
იტვირთბა....