გუმისთას ხიდი ისევ გადაკეტილია. მოძრაობა კი პარალიზებულია. დღევანდელი ფოტოები ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. ოკუპირებულ რეგიონში ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, რაც მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმის შესასვლელების პიკეტირება დაიწყეს. სახალხო მღელვარების მიზეზი კი ოპოზიციური ლიდერების დაკავება გახდა. ცნობილია, რომ ოპოზიციონერები აფხაზეთის მიწების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვას აპროტესტებდნენ.
12 ნოემბერს გვიან ღამით ოპოზიციის მხარდამჭერებმა გუმისთას და კოდორის ხიდები გადაკეტეს. არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის კოდორის ხიდი გახსნილია.
წყარო: mtavari.tv