აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

დაპირისპირება კოდორის ხიდზე

ტელეგრამ არხ “RESPUBLICA”-ზე გავრცელდა ვიდეოს, სადაც ჩანს აფხაზეთში კოდორის ხიდზე ოპოზიციის მხარდამჭერებსა და ძალოვნებს შორის დაპირისპირება.

აფხაზეთში პროტესტი მოჰყვა რამდენიმე ოპოზიციონერის დაკავებას. 12 ნოემბერს გვიან ღამით ოპოზიციის მხარდამჭერებმა გუმისთას და კოდორის ხიდები დაბლოკეს. დე ფაქტო მთავრობა აცხადებს, რომ ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაულია და დამნაშავეები დაისჯებიან.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აფხაზური ოპოზიცია 15 ნოემბერს, იმ დღეს, როცა პარლამენტი რუსეთისა და აფხაზეთის [დე ფაქტო] საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხს განიხილავდა, აქციას გამართავდა.

ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ

წყარო:netgazeti.ge

იტვირთბა....