“ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ვართ მეგობრები”, – ასე მიმართა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა.
“საღამო მშვიდობისა, საქართველო. ძალიან მოხარულები ვართ, რომ თბილისში დავბრუნდით – ევროპის ჭეშმარიტ დედაქალაქში. გვსიამოვნებს თქვენი სტუმარმასპინძლობა და რეალურად ვიცით, რომ ზოგიერთი ადამიანი თქვენ ქვეყანაში, მთავრობაში, მმართველ პარტიაში დიდად არ არიან კმაყოფილები ჩვენი ვიზიტით, მაგრამ ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ვართ მეგობრები – ჩვენ ვართ თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოს მეგობრები, რომელიც ფაქტობრივად ევროპის ცენტრია დღეს – ეს არის თქვენი ადგილი და თქვენ ამას იმსახურებთ.
[…]
ჩარევაა თქვენი ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრა? მამაც ქალბატონთან, ევროპის ერთგულ ქალბატონთან, რომელიც თქვენი ქვეყნის მომავლისთვის თქვენთან ერთად იბრძვის? ჩარევაა თქვენთან, ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის მებრძოლ ამაყი ქვეყნის მოქალაქეებთან შეხვედრა? საქმე ჩარევას არ ეხება, არამედ საერთო მომავალს ერთიან ევროპაში და ჩვენ აქ ამიტომ ვართ”, – განაცხადა მიხაილ როთმა.
“ჩვენ ვართ ევროპა” – პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.ადგილზე თბილისში მყოფი 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებიც იმყოფებიან. ისინი მოსახლეობას სიტყვით მიმართავენ.