მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ჩვენ აქ ვიდექით, როდესაც რუსული ტანკები უახლოვდებოდნენ თბილისს და თბილისი გადარჩა”-პოლონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრის, მიჰაუ კამინსკი

“მე აქ ვიმყოფებოდი 2008 წელს, ლეხ კაჩინსკისთან ერთად… ჩვენ აქ ვიდექით, როდესაც რუსული ტანკები უახლოვდებოდნენ თბილისს და თბილისი გადარჩა”, – ამის შესახებ პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრმა, მიჰაუ კამინსკიმ პარლამენტთან მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველო გვიყვარხარ. თბილისო, მე აქ ვიდექი თქვენს ბრწყინვალე პრეზიდენტ სააკაშვილთან და პოლონეთის დიდ პრეზიდენტ, ლეხ კაჩინსკისთან ერთად. ჩვენ აქ ვიდექით, როდესაც რუსული ტანკები უახლოვდებოდნენ თბილისს და თბილისი გადარჩა. საქართველო გადარჩა, საქართველო გადაურჩა რუსეთის აგრესიას. ვერავინ გაბედავს, მოგპაროთ ხმები, ვერავინ გაბედავს თქვენი თავისუფლების მიტაცებას, საქართველო იქნება თავისუფალი, იქნება ევროპაში. ნება მომეცით, ბოლოში მოგახსენოთ, მიშა სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი“, – განაცხადა მიჰაუ კამინსკიმ.

“ჩვენ ვართ ევროპა” – პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.ადგილზე თბილისში მყოფი 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებიც იმყოფებიან. ისინი მოსახლეობას სიტყვით მიმართავენ.

 

იტვირთბა....