ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია, მაგნიტსკის პრემიის ლაურეატი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას Hermitage Capital-ის მეთაური, უილიამ ბრაუდერი ავრცელებს. ნავალნაიამ ჯილდო “სიმამაცე ცეცხლის ქვეშ” ნომინაციაში მიიღო.
”მისი შეუცვლელი გამძლეობა უბედურების წინაშე და ალექსეის მისიის ერთგულება თავისუფალი და დემოკრატიული რუსეთის მშენებლობისთვის, წარმოუდგენელია”, – წერს ბრაუდერი.
ნომინაციაში დასახელების შემდეგ თავად იულიას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.