ახალი ამბები

როდის გაიმართება პარლამენტის პირველი სხდომა? – პრემიერის განმარტება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ცესკო საბოლოო შედეგებს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს, რის შემდეგაც ჯერ პარლამენტი შეიკრიბება, შემდეგ კი მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა დამტკიცდეს.

პრემიერის მოლოდინით, ეს პროცესი თვის ბოლომდე დასრულდება. რაც იმას ნიშნავს, რომ 2024 წლის მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა თვის ბოლომდე გაიმართება. 

“თქვენ გახსოვთ, 4 წლის წინაც იგივე პროცესი იყო და მაშინ, ჩვენ გავხდით იძულებული გარე ჩარევის გამო, რომ შევსულიყავით მოლაპარაკებებში და ხელი მოგვეწერა 19 აპრილის შეთანხმებაზე. ახლა, მათ ამის რესურსიც არ აქვთ. შესაბამისად, ძალიან მარტივად წარიმართება ეს პროცესი.

უახლოეს დღეებში შეჯამდება ცესკოს მხრიდან არჩევნების შედეგი. შემდეგ, თვის ბოლომდე გაიმართება პარლამენტის პირველი შეკრება და რამდენიმე დღეში დამტკიცდება მთავრობის ახალი შემადგენლობა. დიდი ალბათობით თვის ბოლომდეც კი წარიმართება ეს პროცესები. ძალიან მშვიდად წარიმართება პროცესები.

მმართველი გუნდის მხარეს საზოგადოების მხარდაჭერაა და მათ მხარეს ფაქტობრივად ნულოვანია მხარდაჭერა და მთავარი, სწორედ ეს არის. მათ სცადეს ქუჩაში წარმატების მიღწევას, თუმცა არჩევნებში და ქუჩაში წარმატებას სჭირდება ერთი და იგივე, საზოგადოების მხარდაჭერა, რაც მათ არ აქვთ”, – განაცხადა პრემიერმა ბაქოში.

შეგახსენებთ, არც ერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დიდი ნაწილი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. შედეგები “ქართულო ოცნებისთვის” არ მოულოცავს არც ერთი დემოკრატიული დასავლური ქვეყნის ლიდერს.

იტვირთბა....