აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“არჩევნები მოიპარეს, დემოკრატია გაუქმებულია…”- პოლიტიკოსი “მეტრონომთან” მმართველი პარტიის ქმედებებს აფასებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენელი 8 ქვეყნის დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა და აღნიშნა, რომ ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან დემოკრატიის უარყოფა აზიანებს კავშირისადმი ნდობას. რას მოუტანს საზოგადოებას მმართველი პარტიის ქმედებები და დგას თუ არა სახელმწიფო უვიზო მიმოსვლის შეჩერების საშიშროების წინაშე? – აღნიშნული საკითხების შესახებ “მეტრონომი” “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძეს ესაუბრა. 

 

რატომ იქცევა “ქართული ოცნება” ასე და რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს მსგავს ნაბიჯებს დასავლეთის მხრიდან?

მაშინ, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პროცესი არის შეჩერებული, ნიშნავს, რომ „ ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არა ევროპისკენ, არამედ იზოლაციისკენ მიჰყავს. ადამიანებს, რომლებიც თავს კარგად გრძნობენ ირანთან, “ჰეზბოლასთან” და “ჰამასთან”, ბუნებრივია, ევროპასთან ექნებათ დისკომფორტი.

უნდა ველოდოთ, თუ არა სანქციებს და ვისი მისამართით?

საუბარია ინდივიდუალურ სანქციებზე. არჩევნები მოიპარეს, დემოკრატია გაუქმებულია, საქართველო საფრთხეშია  რა უნდა იყოს გამოსავალი? სანქციები. რა თქმა უნდა , იმ ადამიანების მისამართით, რომელთაც ქვეყანას წაართვეს არჩევანი და მომავალი.

რამდენად რეალურია უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე?

რეალურია, რადგან ამ საკითხის განხილვა დღის წესრიგშია. თუ საერთაშორისო გამოძიება არ წარიმართება და არჩევნების შედეგების გადათქმა არ მოხდება, ცხადია, გაყალბებული არჩევნებით ევროკავშირში ინტეგრაციას ვერ შევძლებთ.

შეგახსენებთ, რომ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი ევროკავშირის დელეგაციას შეხვდა. ევროპული ქვეყნების მაღალი რანგის 8 წარმომადგენლისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი გაყალბებული არჩევნები და მიტაცებული ხელისუფლება იყო.

დელეგაციის წარმომადგენლები:

გერმანია – მიხაილ როთი;
ფინეთი – იუკა კოპრა;
შვედეთი – ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი;
საფრანგეთი – საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ფრედერიკ პეტი;
ლიეტუვა – ჟიგიმანტას პავილიონისი;
ლატვია – ინარა მურნიეცე;
ესტონეთი – მარკო მიხელსონი;
პოლონეთი – კომიტეტის წევრი მიჰაუ კამინსკი.

 

იტვირთბა....