ახალი ამბები პოლიტიკა

გრეტა თუნბერგი საპროტესტო აქციას აანონსებს

თბილისში მყოფი შვედი აქტივისტი გრეტა თუნბერგი აქციას აანონსებს. ის საზოგადოებას მოუწოდებს, შეუერთდნენ საპროტესტო დემონსტრაციას „კავკასიაში ავტორიტარიზმის ტალღის“ წინააღმდეგ.
აქცია დღეს, ორშაბათს, 19:00 საათზე თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება. მსვლელობა პუშკინის სკვერიდან დაიწყება.
„შემოგვიერთდით აქციაზე, რომლითაც გავერთიანდებით ავტორიტარიზმისა და ექსპლუატაციის ტალღის წინააღმდეგ, რომელიც ვრცელდება კავკასიის რეგიონში“ – წერს თუნბერგი ინსტაგრამზე.
როგორც შვედი აქტივისტი აღნიშნავს, ის მხარს უჭერს რეალურ თავისუფლებას, თანასწორობას, სამართლიანობას და რეგიონს, სადაც ხალხია პირველ ადგილზე და არა სარგებელი.

იტვირთბა....