ახალი ამბები

საცხოვრებლის არმქონე პირები პოლიციამ აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი შენობიდან გამოასახლა

საცხოვრებლის არმქონე პირები, რომლებმაც აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი შენობა თვითნებურად დაიკავეს, პოლიციამ გამოასახლა. გამოსახლებულთა თქმით, პროცესი ძალის გამოყენებით მიმდინარეობდა. დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ქალებზე ფიზიკურად იძალადეს.
საცხოვრებლის არმქონე პირები კვლავ დაბა ჩაქვში იმყოფებიან და ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი აქვთ პიკეტირებული. ამბობენ, რომ ვიდრე მათ მოთხოვნებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე არ მოისმენს, პროტესტს არ შეწყვეტენ.
მძიმე სოციალური პრობლემების მქონე პირთა თქმით, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თითქოს დაინტერესდნენ მათი პრობლემებით, ინიშნავდნენ პერსონალურ ინფორმაციებს, თუმცა კენჭისყრის დასრულების შემდეგ მათთან კონტაქტზე აღარავინ გამოდის.

იტვირთბა....