ახალი ამბები მთავარი

აქციის მონაწილეები მსვლელობით ბარათაშვილის ხიდისკენ დაიძრნენ

“არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს” – თავისუფლების მოედანზე, ჯგუფი “დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები ბარათაშვილის ხიდისკენ დაიძრნენ.

ორგანიზატორების ცნობით, ისინი მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე მსვლელობას მოაწყობენ.

“დაიტოვეს” ორგანიზებულ აქციას სტუდენტებთან, სამოქალაქო სექტორთან და მოქალაქეებთან ერთად პროევროპული ოპოზიციური პარტიები, “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ძლიერი საქართველო” და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”, შეუერთდნენ.

იტვირთბა....