ნაადრევი ეაკულაცია ნიშნავს, როცა მამაკაცი სექსუალურ აქტს სწრაფად, იმეზე ადრე ამთავრებს, ვიდრე ის შეძლებს პარტნიორის დაკმაყოფილებას. ამას მრავალი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, თუმცა შედეგი ერთია – დათრგუნვა, დეპრესია და პარტნიორისთვის არასაკმარისობის განცდა.
იქიდან გამომდინარე რომ ჩვენს კულტურაში სექსუალური თემები ტაბუა და თან დიდი ფოკუსია გაკეთებული ძლიერი, უნაკლო მამაკაცის იმიჯზე, კაცები ამ პრობლემას ხშირად თავიანთ საუკეთესო მეგობრებსაც კი ვერ უზიარებენ და ჩუმად, თავიანთ ღრმა ფიქრებში ატარებენ.
საბედნიეროდ ნაადრევი ეაკულაცია განაჩენი არ არის და დღევანდელ სამყაროში არსებობს მეთოდები ამის მოსაგვარებლად. ყველაზე მარტივი და იაფი მეთოდია გამახანგრძლივებელი სპრეის გამოყენება. ეს სპრეი ორგვარია – ლიდოკაინის შემცველობით და მისი შემცველობის გარეშე.
ლიდოკაინის შემცველობით სპრეი შედარებით იაფია და მისი მუშაობის პრინციპი მარტივია: ხდება პენისზე შესხმა და 3-5 წუთით დალოდება სანამ გაშრება და ეფექტს მოიტანს. ამ სპრეის გამოყენებისას მამაკაცი ეფექტურად ახანგრძლივებს აქტს პირადად მისი სიამოვნების დაქვეითების ხარჯზე. არ აქვს უკუეფექტები, თუმცა მამაკაცისთვის იკარგება შეგრძნების ხარისხი.
ლიდოკაინის შემცველობის გარეშე საქართველოში ერთადერთი სპრეი გვაქვს და ეს არის მსოფლიოში ცნობილი, გერმანული წარმოების Ironman სპრეი. მისი გამოყენების პრინციპი იგივეა რაც ლიდოკაინის შემცველი სპრეის, თუმცა ამ სპრეის საშუალებით მამაკაცს შეუძლია აქტის გახანგრძლივება საკუთარი მგრძნობელობის დაქვეითების გარეშე. ლოგიკურია რომ ესეთი მაღალტექნოლოგიურობით შექმნილი სპრეის ფასი ლიდოკაინის შემცველ სპრეისთან შედარებით მეტია, თუმცა ხარისხი ნამდვილად ღირს ამად. ამ სპრეის აქვს როგორც მოკლე, ისე გრძელვადიანი ეფექტი – რეგულარულად დიდი ხნის გამოყენების შემდეგ მამაკაცი მივა იმ დონემდე რომ გამახანგრძლივებელი სპრეის გამოყენება საერთოდ აღარ დაჭირდეს. საქართველოში Ironman-ის სპრეის ოფიციალური დისტრიბუტორი არის სექს შოპი კიკუ.