გიორგი კალანდარიშვილმა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლაშა ფარულავა ცესკო-ს სხდომიდან გააძევა.
„ეს არ იყო კენჭისყრა, ეს იყო რუსული სპეცოპერაცია, რომელიც ჩატარდა საქართველოში. რუსული სპეცოპერაციით დემოკრატია გაუქმდა ქვეყანაში. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები გაუქმდა. ამაზე, პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ, ბატონო გიორგი და ბატონო გიორგი ჯავახიშვილო. თქვენ ხართ მთავარი გამყალბებლები. თქვენ არჩევნები გააუქმეთ ამ ქვეყანაში. თქვენ მიიტაცეთ ეს არჩევნები! “,- აღნიშნა ფარულავამ.