აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლა დასრულდა. როგორც ცნობილია, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა არიზონასა და დანარჩენ ე.წ. მერყევ შტატებში გაიმარჯვა.
მან მიიღო საარჩევნო კოლეგიის 312 ხმა, მისმა მთავარმა კონკურენტმა, მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა – 226.
რესპუბლიკური პარტია, დიდი ალბათობით, მოიპოვებს უმრავლესობას აშშ-ს პარლამენტის ორივე პალატაში – სენატში და წარმომადგენელთა პალატაში.