გერმანული მედიის ინფორმაციით, ბრემენში 40 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
გამოცემა Bild-ი წერს, რომ 2024 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ბრემენის ერთ-ერთ უბანში მოკლეს 40 წლის კაცი. მკვლელობაში ბრალდებული კი პოლიციამ ახლა დააკავა.
ადგილობრივი სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, მოსამართლემ 28 წლის კაცის დაკავების ორდერი 8 ნოემბერს გასცა.