საჰაერო თავდაცვის სისტემები რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე უკრაინული დრონების თავდასხმას იგერიებენ – როგორც რუსული მედიები წერენ, ამის შესახებ მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი იუწყება. მისი თქმით, ამ დროისთვის მოსკოვის მიმართულებით მფრინავი 32 დრონი განადგურდა.
დრონებით იერიშის საფრთხის გამო მოსკოვის აეროპორტებმა, „დომოდედოვომ“ და „ჟუკოვსკიმ“ დროებით ავიარეისების მიღება და გაგზავნა შეაჩერეს. „ვნუკოვო“ კი საშტატო რეჟიმში მუშაობს.