პარტია ‘ა-ხაზონის” ხელმძღვანელი, ციონ ალონი ირანში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ რა ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს ირანში, აიათოლა ხამენეის რეჟიმზე უარესი არ მიაჩნია.
მისი თქმით, იმაზე უარესი ხელისუფლება, რომელიც ისრაელს ყოველდღე სიკვდილს უთვლიდა, ვერ იქნება.
რა ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს ირანში, იმ ხელისუფლებაზე უარესი, რაც იყო დღემდე, რომელიც ყოველდღე სიკვდილს გვიგზავნიდა, მეტი რა უნდა ყოფილიყო…
ის დღე რომ მოსულიყო, როდესაც და ეს არ იყო ძალიან შორი დღე, როდესაც ირანს ექნებოდა ოფიციალურად ბირთვული იარაღი, ეს იქნებოდა ისრაელის სახელმწიფოს წუთების დათვლა, თუ როდის დაიწყებდა ირანი ჩვენ წინააღმდეგ ამ ბირთვული იარაღის გამოყენებას.
ჩვენ გვაქვს თუ არ გვაქვს, ოფიციალურად ისრაელს არ აქვს აღიარებული გვაქვს თუ არა ჩვენ ბირთვული იარაღი, მაგრამ რომელიმე ქვეყანას, რომელიმე ჩვენ მტერს გაუგონია ჩვენი მხრიდან მუქარა, რომ გამოვიყენებთ იმ იარაღს, რომელიც ოფიციალურად არ გაგვაჩნია? – არავის არ გაუგონია.
ამიტომ, რა რეჟიმიც არ უნდა მოვიდეს და რა ხელისუფლებაც არ უნდა დადგეს ირანში, აიათოლა ხამენეის ტერორისტი და ტერორიზმის კოსპონსორზე უარესი ხელისუფლება მე არ მიმაჩნია,” – განაცხადა ციონ ალონმა.

