ესპანეთში ისევ წყალდიდობას ებრძვიან – ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში სტიქიის შედეგად დატბორილია ქუჩები. გასულ კვირას ესპანეთში მომხდარი წყალდიდობის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ვალენსია დაზარალდა.
აღნიშნული წყალდიდობა ევროპაში ამ საუკუნის ყველაზე მასშტაბურ სტიქიად ითვლება.