აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

11 ნოემბერს, 8 ევროპული ქვეყნის დელეგაცია თბილისს ეწვევა – როთი

11 ნოემბერს, კომიტეტის თავმჯდომარეთა დელეგაცია ფინეთიდან, ისლანდიიდან, საფრანგეთიდან, ლიეტუვადან, ავსტრიიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან და გერმანიიდან თბილისს ეწვევა, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, მიხაილ როთი X-ზე წერს.

“საქართველო და მისი ხალხი ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. ჩვენ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ერთგული ვართ ევროპის გულში. გაყალბებული არჩევნების შემდეგ ჩვენ შეშფოთებულები ვართ მიმდინარე მოვლენებით”, – წერს როთი.

იტვირთბა....