ტრაგედია იმერეთში. დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების საველე ბანაკში სამხედრო გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 22 წლის ბიჭი ადგილზე სროლის სწავლებებს გადიოდა, რა დროსაც ის საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე, მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ. სამინისტროს ჯერჯერობით არც ოფიციალური ინფორმაცია გაუვრცელებია.
გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო ეს უბედური შემთხვევა, თუ სუიციდი.