ახალი ამბები პოლიტიკა

დღეს ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე საქართველოს შესახებ იმსჯელებენ

დღეს ბუდაპეშტში ევროკავშირის არაფორმალური სამიტი გაიმართება, სადაც საქართველოზეც იმსჯელებენ.
სამიტი 7 ნოემბერს დაიწყო და მას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ესწრებიან. არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ვითარება ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება იმ სამ საკითხს შორის, რომელზეც 27 ქვეყნის პირველი პირები იმსჯელებენ.
“საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერები ქვეყანაში არსებულ ვითარებას განიხილავენ და შემდგომ ქმედებებზე იმსჯელებენ. ჩვენ აღვნიშნავთ OSCE/ODIHR-ის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.
2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში გამართულ ევროსაბჭოს სხდომებზე ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მოქმედი კურსი, მათ შორის 2024 წლის მაისში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებსა და პრინციპებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე”, – წერია ღონისძიების ანონსში.

იტვირთბა....