საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს მონაწილეობას ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტზე განსახილველი ძირითადი თემა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები იქნება.
დღესვე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეხუთე სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი. სამიტის ფარგლებში გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები მიგრაციისა და ეკონომიკური უსაფრთხოების, დაკავშირებადობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და გლობალური ვაჭრობის შესახებ.
იტვირთბა....