მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ძნელია წარმოვიდგინო, როგორ ჩაატარებს ეს მთავრობა არჩევნების ობიექტურ გამოძიებას” – იან კელი

“ძნელია წარმოვიდგინო, როგორ ჩაატარებს ეს მთავრობა არჩევნების ობიექტურ გამოძიებას”, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ “ფორმულას” ეთერში, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” მთავრობამ ძალიან სერიოზულად უნდა აღიქვას ფაქტი, რომ ის ვერ მიიღებს საერთაშორისო ლეგიტიმაციას ვაშინგტონიდან.

“ქართულ ოცნებას ულოცავენ ავტორიტარული ლიდერები, როგორიც არის ვენესუელის და ირანის ხელმძღვანელობა, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მოლოცვებს ვაშინგტონიდან. ნამდვილად მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ “ქართული ოცნების” მთავრობამ ძალიან სერიოზულად აღიქვას ფაქტი, რომ ის ვერ მიიღებს საერთაშორისო ლეგიტიმაციას ვაშინგტონიდან, სანამ არ გაითავისებენ სერიოზულად ბრალდებებს არჩევნებთან დაკავშირებით და არ ჩაატარებენ გამოძიებას. ჩემთვის ძნელია წარმოვიდგინო ის, თუ როგორ ჩაატარებს ეს მთავრობა ობიექტურ გამოძიებას. თუ სურთ საერთაშორისო აღიარების მიღება, უნდა ჩაატარონ საერთაშორისო გამოძიება ბრალდებებთან დაკავშირებით. თუ სურთ მიიღონ აღიარება, უნდა მოჰფინონ ნათელი ამ საკითხებს და ეს რაც შეიძლება ეფექტურად გააკეთონ”, – განაცხადა იან კელიმ.

იტვირთბა....