მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ცესკოს როგორც სურდა ექსპერიმენტი ისე ჩაატარეს”– ეკა გიგაური საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური სოციალურ ქსელში არჩევნების დღეს არსებულ დარღვევებსა და სასამართლოს მხრიდან არსებულ უსამართლობაზე წერს.

“თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გვრიტიშვილმა გადაწყვიტა თავად ჩაატაროს ექსპერიმენტი და დადგინოს იყო თუ არა არჩევნების დროს ხმის მიცემა ფარული და გაჟონა თუ არა ბიულეტენმა. ჩვენი იურისტები ექსპერიმენტს არ მიაკარეს,ცესკოს როგორც სურდა ექსპერიმენტი ისე ჩაატარეს. მასში ცესკოს ორი თანამშრომელი მონაწილეობდა.

ცესკოს თანამშრომელი ფრთხილად ცდილობს ქაღალდის შეცურებას , რამდენჯერმე ლამის კონვერტიც გააყოლა ისე მიაბჯინა ის კონვერტი აპარატს რომ არაფერი გამოჩენილიყო. შემდეგ იურისტებმა მოითხოვეს მოსამართლეს თავად შეეცურებინა კონვერტი. მოსამართლე მივიდა, მოიმარჯვა ფურცელი და ჰოი საოცრება, გამოჩნდა შავი წერტილი …..

მოკლედ ამაბავი ისაა, რომ ამჯერადაც არაფერი გამოუვიდათ, ის საბედისწერო შავი წერტილი მაინც გამოჩნდა, თუმცა მიუხედავად ამისა აბა გამოიცანით რა დაინახა მოსამართლე გვრიტიშვილმა …. სავარუდოდ არაფერი … ვნახოთ …ვიდეო არ გადაგვაღებინეს”– წერს ეკა გიგაური.

იტვირთბა....