BBC-ის ცნობით, ამ საღამოს დონალდ ტრამპს შეუერთდება Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი.
მედია იუწყება, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის საარჩევნო შტაბი მოაწყობს მიღებას ტრამპის რეზიდენციაში და ასევე, Palm Beach Club-ში, სადაც ტრამპის ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბება.
უცნობია, დაესწრებიან თუ არა დონალდ ტრამპი და ილონ მასკი ამ ღონისძიებებს, მაგრამ მასკთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ მილიარდერი ტრამპის გვერდით იქნება.