არჩევნები ახალი ამბები მთავარი

“ბელგია მყარად დგას ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ მისწრაფებებთან. საარჩევნო დარღვევებს მალე უნდა გაეცეს პასუხი” – ბელგიის პრემიერ-მინისტრი დე კროო

“ბელგია მყარად დგას ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ მისწრაფებებთან, საარჩევნო დარღვევებს მალე უნდა გაეცეს პასუხი” – 26 ოქტომბრის არჩევნებს ბელგიის პრემიერ-მინისტრიც ეხმაურება. პოსტს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ ტვიტერში ავრცელებს და აცხადებს, რომ ჩატარებულ არჩვნებთან დაკავშიბით ბევრი კითხვა არსებობს და ეს საკითხი საქართველოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის დროსაც განიხილა.

“ამ წამს ვესაუბრე ტელეფონით საქართველო პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. ბელგია მყარად დგას ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ მისწრაფებებთან. საარჩევნო დარღვევებს მალე უნდა გაეცეს პასუხი. ხაზს ვუსვამთ დიალოგის საჭიროებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის” – წერს დე კროო.

იტვირთბა....