აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

გიორგი რურუა სუს-ში დაიბარეს

“მთავარი არხის” დამფუძნებელი გიორგი რურუა სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს – ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებულ უწყებას აქვეყნებს.

,,საქართველოს უსაფრთხოების სამსახურისდან მივიღე უწყება.
საქმე აღძრულია, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – სახლმწიფოს გადატრიალება და ძალადობრივი დამხობა.
აშკარად შეეშალათ მისამართი.
სახელმწიფოს გადატრიალება და დამხობა რუსულმა ოცნებამ განახორციელა,ერთი კაცის ხელმძღვანელობით და სოლოლაკში გავუშვი,მისამართს ხომ შემახსენებთ ამ კაცის ?! მგონი ბიძინა ქვია და გვარი – ი ასოზე იწყება.
საქართველო იქნება ევროპული და არა რუსული ქვეყანა”- წერს რურუა სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....