მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გაყალბებების მთელი პალიტრა ვნახე”– ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო არჩევნებზე

“გაყალბებების მთელი პალიტრა ვნახე”–განაცხადა საფრანგეთის ევროპის საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ გადაცემა CCeSoir-ში.

“მე ვაკვირდებოდი 10 საარჩევნო ბიუროს, ვიყავით 500-მდე დამკვირვებელი. მე ვიყავი თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში და ასევე ვაკვირდებოდი პროცესს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთით. მარნეულში იყო გაყალბებების ნამდვილი ფესტივალი.

[…] დიახ, გაყალბებების მთელი ფესტივალი. უბნებში ბიულეტენების ჩაყრა, როგორც ძველ დროში ხდებოდა ხოლმე. ქართული ოცნებიდან ერთი კაცი მოვიდა, მოიტანა ბიულეტენები და ყრის პირდაპირ, თან აწვება მთელი ძალით იმიტომ, რომ ბიულეტენი აღარც კი ეტეოდა, იმდენს ყრიდა ყუთში.

[…] დიახ, უცხოური ორგანიზაციების თვალწინ და მე ამ დროს გარეთ ვიყავი და შევედი. ჩემს წინ არის ახალგაზრდა კაცი დამკვირვებელი და ის იღებს ამ კადრებს. ეს კაცი პირდაპირი მნიშვნელობით კინაღამ დაახრჩვეს. ხელში შემრჩა ბიჭი, რომელსაც მუქი წითელი ლაქები ჰქონდა კისრის ირგვლივ. წარმოუდგენელი არეულობა და გაუგებრობა იყო.

ვნახე ხმების ყიდვა, პირდაპირი მოსყიდვა, რომელიც მიმდინარეობდა საარჩევნო უბნის გარეთ, რაც გადავიღეთ”– განაცხადა ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ.

იტვირთბა....