მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

თბილისში საპროტესტო მსვლელობა სპორტის სასახლესთან დასრულდა

თბილისში საპროტესტო მსვლელობა სპორტის სასახლესთან დასრულდა. აქციაზე მოქალაქეებთან ერთად ოპოზიციონერი ლიდერებიც იმყოფებოდნენ.

სპორტის სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს პროევროპული ოპოზიციური გაერთიანებების ლიდერებმა მიმართეს და მათ აქციაზე გასვლისკენ მოუწოდეს.

მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები “ქართული ოცნების” მიერ ჩატარებულ არჩევნებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ არჩავნები მოიპარა. დღეს ისინი სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები უნდა განეხილათ, თუმცა სხდომა სხვალამდე გადაიდო. მოგვიანებით კი თბილისის ქუჩებში მსვლელობა გამართეს.

აქცია ხვალ, 11:00 საათზე, სააპელაციო სასამართლოსთან განახლდება.

იტვირთბა....