არჩევნები ახალი ამბები მთავარი

ოპოზიციის ლიდერები ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში დაიბარეს

“ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გენერალური პროკურატურიდან დაურეკეს და გამოკითხვაზე მოწმის სახით დაიბარეს. მისივე თქმით ის გამოკითხვაზე 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით მივა.

“დამირეკეს გენერალური პროკურატურიდან, მიბარებენ მოწმის სახით გამოკითხვაზე, მივალ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით და ვნახავ ბიძინას მორჩილი პროკურატურა როგორ მოიქცევა.
ყველგან გავიმარჯვებთ!!” – წერს ხაზარაძე.

ჯაფარიძე “არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების” ფარგლებში, საგამოძიებო უწყებაში 6 ნოემბერს, 13:00 საათზე, მოწმის სახით გამოკითხვაზეა დაბარებული.

ამ დროისთვის, უცნობია მივა ჯაფარიძე პროკურატურაში, თუ მაგისტრ მოსამართლესთან მოითხოვს გამოკითხვას.

იტვირთბა....