აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“არ მინდა ვიფიქრო, რომ მოსამართლე ცოლის გავლენის ქვეშ არის”- შალვა პაპუაშვილი

“არ მინდა ვიფიქრო, რომ მოსამართლე ცოლის გავლენის ქვეშ არის”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს გამოეხმაურა.

“ვერ გეტყვით, მე არ მინდა ვიფიქრო, რომ მოსამართლე ცოლის გავლენის ქვეშ არის.
ფაქტი ერთი რამ არის – საიამ ისე, რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობდა […]
ამის საპირწონედ დგას 22 მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელმაც ზუსტად დაინახა, რომ საფუძველი არ იყო ამ სარჩელის დაკმაყოფილების.
ნუ, 22-დან ამის საპირწონედ 1 გადაწყვეტილება არის – ამიტომ არსებობს ინსტანციურობა სააპელაციო სასამართლოში წავა, მე რამდენადაც ვხვდები საიაც გაასაჩივრებს იმ 22 გადაწყვეტილებას რაც არ დაკმაყოფილდა, ცესკოც ასაჩივრებს როგორც ვხვდები.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტს”. – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 4 ნოემბერს, თეთრიწყაროს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) სარჩელი, არჩევნების დღეს ამომრჩეველთა ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ დააკმაყოფილა.

იტვირთბა....