აშშ-ში დღეს რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნებია. ამერიკის მოქალაქეებმა არჩევანი „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატ, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსა და „რესპუბლიკელ“ კანდიდატ, ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის უნდა გააკეთონ.
საარჩევნო უბნები ყველაზე ადრე ვერმონტის შტატში იხსნება, ყველაზე გვიან – ჰავაის.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით უკვე 81 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმა უნდა მიიღოს.