მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“საქართველო გადარჩება – ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა”– სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  თეთრიწყაროს სასამართლოს მიერ არცევნებზე არსებული დარღვევების დადასტურების ფაქტს ემიანება.

“საქართველო გადარჩება – ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა, ერთი ღირსეული დიპლომატი და უამრავი უცნობი გმირი – ისიც არ დავივიწყოთ, რომ ერთგულ და გულანთებულ მოქალაქეს არაფერი გამოლევს ამ ქვეყანაში. თავდაცვაში, პოლიციაში თუ რიგით მოქალაქეებს შორის არიან ის პიროვნებები, რომლებიც საქართველოს ოდიდან ქმნიდნენ. დღეს ყველანი ერთად ქმნიან უზარმაზარ ძალას, რომელიც ქვეყანას იცავს და დაიცავს მარად”– წერს პრეზიდენტი.

თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა. საის ცნობით, სასამართლომ თეთრიწყაროს და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები გააბათილა.

იტვირთბა....