“გეგმა არის შემდეგი: გეგმა არის ერთად ყოფნა, გეგმა არის სიმტკიცე, გეგმა არის არდანებება, გეგმა არის ძალიან სერიოზულად, მედგრად სიარული, რომ მივაღწიოთ ახალ არჩევნებს საქართველოში”– ამის შესახებ ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
ხაზარაძე აცხადებს, რომ ის და მისი თანაგუნდელები პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.
“მე და ჩემი თანაგუნდელები ამ ფალსიფიცირებულ, მოპარულ პარლამენტში არ შევალთ, არ არსებობს ეს ვარიანტი. ესენი ისხდებიან მარტო კეთროვანებივით აქ. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, ეს ერთი კვირა არავინ არ იჯდა გულხელდაკრეფილი, ჩვენ ვაგროვებდით ყველა იმ სამხილს და მტკიცებულებას, რომელიც ნათარგმნია და გაგზავნილია, ნაწილი ახლა ითარგმნება. უზარმაზარი მასალა მოდის, თავლებს არ დავუჯერეთ რეები ჩაატარეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია თბილისში, რომელიც მოედება მთელ საქართველოს.