რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც მოქალაქეები 26 ოქტომბრის არჩევნებს აპროტესტებენ, შვედი კლიმატის აქტივისტი გრეტა თუნბერგი მივიდა.
ამ წუთებში მოქალაქეები პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან. პროტესტის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. აქციზე, რომელიც ოპოზიციის მიერ არის ორგანიზებული, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. მოქალაქეები ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.