მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ოპოზიციამ 5 ნოემბერს, 14:00 საათზე, სპორტის სასახლესთან საპროტესტო აქცია დააანონსა

5 ნოემბერს, 14:00 საათზე, სპორტის სასახლესთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ხვალ დღის 2:00 საათზე ყველა ვიდგეთ სპორტის სასახლესთან, ასე უნდა გავაკეთოთ ყოველ დღე”, – აღნიშნა მელიამ.

ამ წუთებში მოქალაქეები პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან. პროტესტის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. აქციზე, რომელიც ოპოზიციის მიერ არის ორგანიზებული, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. მოქალაქეები ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

იტვირთბა....